Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home/acagge/public_html/wp-includes/functions.php on line 6170

Deprecated: Optional parameter $post_id declared before required parameter $field is implicitly treated as a required parameter in /home/acagge/public_html/wp-content/plugins/advanced-custom-fields-pro/includes/acf-value-functions.php on line 54

Deprecated: Optional parameter $value declared before required parameter $field is implicitly treated as a required parameter in /home/acagge/public_html/wp-content/plugins/advanced-custom-fields-pro/includes/acf-value-functions.php on line 166

Deprecated: Optional parameter $post_id declared before required parameter $field is implicitly treated as a required parameter in /home/acagge/public_html/wp-content/plugins/advanced-custom-fields-pro/includes/acf-value-functions.php on line 166

Deprecated: Optional parameter $key declared before required parameter $value is implicitly treated as a required parameter in /home/acagge/public_html/wp-content/plugins/advanced-custom-fields-pro/includes/ajax/class-acf-ajax.php on line 76

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the wordpress-seo domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home/acagge/public_html/wp-includes/functions.php on line 6170

Deprecated: Optional parameter $i declared before required parameter $post_id is implicitly treated as a required parameter in /home/acagge/public_html/wp-content/plugins/advanced-custom-fields-pro/pro/fields/class-acf-field-repeater.php on line 721

Deprecated: Optional parameter $i declared before required parameter $post_id is implicitly treated as a required parameter in /home/acagge/public_html/wp-content/plugins/advanced-custom-fields-pro/pro/fields/class-acf-field-repeater.php on line 787

Deprecated: Optional parameter $name declared before required parameter $field is implicitly treated as a required parameter in /home/acagge/public_html/wp-content/plugins/advanced-custom-fields-pro/pro/fields/class-acf-field-flexible-content.php on line 1040

Deprecated: Optional parameter $i declared before required parameter $post_id is implicitly treated as a required parameter in /home/acagge/public_html/wp-content/plugins/advanced-custom-fields-pro/pro/fields/class-acf-field-flexible-content.php on line 1076

Deprecated: Optional parameter $i declared before required parameter $post_id is implicitly treated as a required parameter in /home/acagge/public_html/wp-content/plugins/advanced-custom-fields-pro/pro/fields/class-acf-field-flexible-content.php on line 1128

Deprecated: Optional parameter $id declared before required parameter $field is implicitly treated as a required parameter in /home/acagge/public_html/wp-content/plugins/advanced-custom-fields-pro/pro/fields/class-acf-field-gallery.php on line 296
რეიტინგების შესახებ - Acag.ge

რეიტინგების შესახებ

რეიტინგის წარმოება მიმდინარეობს საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის მიერ შედგენილი წესების მიხედვით, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტსა და გამოცდილებას.

რეიტინგში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის წევრებს, ასევე არაწევრ, მაგრამ საქართველოში რეგისტრირებულ სააგენტოებს. ასოციაციის წევრები სარგებლობენ ფესტივალებზე მონაწილეობის ფასდაკლებებით და ყოველწლიურად, იღებენ მონაწილეობას კოეფიციენტების განსაზღვრასა და დამტკიცებაში.

სააგენტოები შეიძლება კლასიფიცირდეს შემდეგი სპეციალიზაციების მიხედვით, მათი მთავარი კომპეტენციების გათვალისწინებით:

  •  დიზაინ სტუდია;
  • სარეკლამო სააგენტო.

წლის ბოლოს გამოვლინდება:

  1. წლის ქართული კრეატიული სარეკლამო სააგენტო;
  2. წლის ქართული ბრენდინგ/დიზაინ სტუდია.

ACAG-ის შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ორივე რეიტინგში. ACAG-ის შერჩეულ ფესტივალზე დაგროვილი ქულა ემატება „სარეკლამო სააგენტოს“, ხოლო „ბრენდინგ & დიზაინსტუდიაში“ იღებენ მხოლოდ ამ კატეგორიით მიღებულ ქულებს [მაგ. მხოლოდ ბრენდინგის რეიტინგში მონაწილე სააგენტო თუ ფესტივალზე ვიდეოთი აიღებს ქულას, ის არ ჩაეთვლება.

ყოველმა სააგენტომ, რომელიც მონაწილეობას იღებს საკომუნიკაციო სააგენტოების რეიტინგის მინიჭებაში, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს კომპეტენცია და ამოირჩიოს, რომელი ტიპის სააგენტოს მიეკუთვნება.

Creativity & Craft რეიტინგი დგება იმ ქულების საფუძველზე, რომლებიც სააგენტოებს ენიჭებათ სარეკლამო ფესტივალებსა და კონკურსებზე ჯილდოების მიღებისას, მთელი საფესტივალო სეზონის განმავლობაში. საერიტინგო პერიოდი მოიცავს დროს ყოველი წლის სექტემბრიდან, მომდევნო წლის სექტემბრამდე.

ის ფესტივალები, რომლებიც შედიან Creativity & Craft რეიტინგისათვის საჭირო ფესტივალების სიაში, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პრინციპებს:

  • გამარჯვებისა და ჯილდოს პრესტიჟულობა, ფესტივალის ცნობადობა სარეკლამო საზოგადოებაში;
  • გამარჯვებისა და ქულების მიღების შესაძლებლობა;
  • ნამუშევრების შეფასების გამჭვირვალე წესები.

ფესტივალების რიცხვი რეიტინგში უნდა იყოს საკმარისი, იმისთვის, რომ,  რაც შეიძლება მეტ სააგენტოს ჰქონდეს შესაძლებლობა, დააგროვოს საპრიზო ქულები, ხელი შეუწყოს მათ რიცხობრივ დიფერენციაციას, რითაც თავის მხრივ, ხელი შეეწყობა „დაკვირვების მატრიცის“ კორექტურობის ზრდას. მეორე მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში, სარეკლამო ფესტივალებისა და კონკურსების ძალიან დიდი რაოდენობაა და მათი რიცხვი მუდმივად მატულობს, საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია ადგენს ლიმიტს 20 ფესტივალის სახით. ამგვარად, ლიმიტის მიღწევისას (20 ფესტივალი), რეიტინგში „ახალი“ ფესტივალის შეყვანა გულისხმობს რეიტინგიდან სხვა ფესტივალის გამოთიშვას.

Creativity & Craft -ში სარეიტინგო ქულებს გაიყოფენ ის სააგენტოები, რომლებმაც ერთობლივად იმუშავეს და ერთობლივად წარადგინეს ნამუშევრები ამა თუ იმ ფესტივალზე.

Creativity & Craft რეიტინგისათვის დგება ფესტივალებისა და კონკურსების ერთიანი სია დამოუკიდებლად კონკურსებისა და სააგენტოების სპეციალიზაციისა. ყველა წონითი ღირებულება (ქულები ჯილდოსათვის, ფესტივალებისა და კონკურსების კოეფიციენტები) აგრეთვე, უნიფიცირდება, თუმცა, ქულების დათვლა და რეიტინგის ფორმირება ხდება სააგენტოების ზემოთ მოცემული კლასიფიკაციის მიხედვით.

Creativity & Craft რეიტინგის ქულები (ბაზისური ღირებულებები):

  • ფინალისტი (Short-list ) = 1 ქულა;
  • ბრინჯაო = 3 ქულა;
  • ვერცხლი = 7 ქულა;
  • ოქრო = 15 ქულა;
  • კონკურსის საუკეთესო ნამუშევარი (კონკურსის გრან პრი) = 30 ქულა;
  • ფესტივალის გრან პრი = 35 ქულა.
  • იმ შეთხვევაშიც, თუკი სააგენტო სპეცპრიზებს მიიღებს, რეიტინგში ითვლება მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი პრიზების მიხედვით. სპეცპრიზები რეიტინგებში არ აისახება.
  • იმ შემთხვევაში, თუკი ერთი სარეკლამო სერიის (კამპანიის) ნამუშევრები ერთ კონკურსში (კატეგორიაში) რამდენიმე ჯილდოს იღებენ, რეიტინგში ჩაითვლება ყველა ის რეზულტატი, რომელსაც ფესტივალზე იღებს სააგენტო.
  • სარეკლამო ფესტივალს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული კოეფიციენტები თავისი კონკურსებისათვის. ეს გარემოება ითვალისწინებს სპეციალიზირებული ჟიურის არსებობას, ჯილდოების პრესტიჟულობასა და „ადეკვატურობას“ ფესტივალის ისტორიიდან.
  • იმის გათვალისწინებით, რომ სეზონის განმავლობაში, ამა თუ იმ ფესტივალს შეუძლია, შეცვალოს თავისი პირობები, გაზარდოს ნომინაციების რიცხვი, შეცვალოს ჟიურის ფორმირების პრინციპები, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია იტოვებს უფლებას, გადახედოს წონით კოეფიციენტებს, განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.