11-13 მაისს, საქართველოში მეოთხედ ჩატარდა კანის საერთაშორისო კრეატიული ფესტივალის ადგილობრივი კონკურსი Young Lions Georgia. გამარჯვებულები 5 კატეგორიაში გამოვლინდნენ, ხოლო ოქროს მფლობელი 5 გუნდი (10 მონაწილე) ივნისში კანში, საქართველოს სახელით იასპარეზებს. კონკურსზე წარმოდგენილი 5 კატეგორიიდან 4-ში, სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწე ახალგაზრდები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. აღნიშნული 4 კატეგორიიდან 3-ში, სწორედ ACAG-ის წევრმა სააგენტოებმა მოიპოვეს გამარჯვება და კანში, საქართველოს წარადგენენ. Windfor’s კანში კატეგორია DIGITAL-ში იასპარეზებს, Leavingstone – DESIGN-ში, ხოლო JWT Metro-ს გუნდი კატეგორია FILM-ის მონაწილე იქნება. აღნიშნული სამი სააგენტოს გარდა, ACAG-ის წევრი ორი კომპანია – Saatchi&Saatchi და Betterfly გახდა ფესტივალის ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი. ლოკალურ ფესტივალზე მოპოვებული წარმატება აისახა ACAG-ის სარეკლამო სააგენტოებისა და დიზაინ სტუდიების რეიტინგებზე. უფრო დაწვრილებით კი:
Leavingstone-მა მიიღო ერთი ოქრო დიზაინის კატეგორიაში, რაც ნიშნავს, რომ მისი გუნდი წარადგენს საქართველოს კანის კრეატიულ ფესტივალზე. ასევე, „ლივინგსტონის“ ანგარიშზეა ერთი ვერცხლი Film-ის კატეგორიაში და ერთი ბრინჯაო Digital-ში. ფესტივალის შედეგად მიღებული ეს ჯილდოები ACAG-ის რეიტინგებში 36 ქულად იქცა. Leavingstone დიზაინ სტუდიათა შორის, პირველ ადგილზე დააწინაურა, სარეკლამო სააგენტოების რეიტინგში კი, მეორე ადგილი გაუმყარა.
Leavingstone – Design-ის კატეგორიის ოქროს მფლობელი ნამუშევარი – ანუკი კონიაშვილისა და გიო ბრეგვაძის შესრულებით:
Leavingstone-ის, ვერცხვლის მფლობელი ნამუშევარი Film-ის კატეგორიაში. ავტორები: ბექა ადამაშვილი და სალომე ჟვანია.
Leavingstone – კატეგორია DIGITAL-ის ბრინჯაოს მფლობელები – ემილი ქორიძე და ელენე დანელია:
რაც შეეხება Windfor’s-ს, მან კატეგორია DIGITAL-ში ოქრო მოიპოვა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარადგენს საქართველოს კანის კრეატიულ ფესტივალზე. წარმატების შედეგად, მან მიიღო 16 ქულა და ACAG-ის სარეკლამო სააგენტოების რეიტინგში პირველი ადგილი გაიმყარა.
Windfor’s – ცოტნე მაზმანიშვილისა და თეონა შელიას ოქროს მფლობელი ნამუშევარი:
JWT Metro-ს ნამუშევარმა Film-ის კატეგორიაში მოპოვებულ ოქროსთან ერთად მიიღო კანის კრეატიული ფესტივალის საგზური, ACAG-ის სარეკლამო სააგენტოს რეიტინგში კი 16 ქულით დაწინაურდა:
JWT Metro – სანდრო ციცქიშვილისა და მაშო თევდორაშვილის Young Lions Georgia 2018-ის ოქროს მფლობელი ნამუშევარი:
Betterfly-მ, Young Lions Georgia 2018-ზე ერთი ბრინჯაო მოიპოვა, დიზაინ სტუდიების რეიტინგში კი 8 ქულით დაწინაურდა.
Betterfly – ანუკა კვეზერელისა და ელდარ ხალიბაურის ნამუშევარი:
Saatchi&Saatchi-მ კი ვერცხლი PRINT-ის კატეგორიაში მიიღო, შედეგად კი, 12 ქულით დაწინაურდა ACAG-ის დიზაინ სტუდიის რეიტინგში:
Saatchi&Saatchi – Young Lions Georgia 2018-ის Print-ის კატეგორიის ვერცხლის მფლობელი ნამუშევარი, ლუკა ივანიძისა და გვანცა დათუაშვილის შესრულებით:
შეგახსენებთ, რომ ACAG-ის სარეიტინგო სისტემის გზითა და ლოკალურ თუ საერთაშორისო ფესტივალებზე, რეიტინგის მონაწილეთა მიერ მოპოვებული წარმატების შედეგად, ყოველწლიურად ვლინდება საქართველოს წლის სარეკლამო სააგენტო და წლის დიზაინ სტუდია.