Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home/acagge/public_html/wp-includes/functions.php on line 6170

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the wordpress-seo domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home/acagge/public_html/wp-includes/functions.php on line 6170
ცვლილებები ACAG-ის რეიტინგებში! Leavingsote-ისა და ABK-ს წარმატება ფესტივალ WHITE SQUARE-ზე - Acag.ge

ცვლილებები ACAG-ის რეიტინგებში! Leavingsote-ისა და ABK-ს წარმატება ფესტივალ WHITE SQUARE-ზე

ცვლილებები ACAG-ის რეიტინგებში! Leavingsote-ისა და ABK-ს წარმატება ფესტივალ WHITE SQUARE-ზე

19-21 აპრილს, მინსკში, მეათედ გაიმართა საერთაშორისო სარეკლამო და მარკეტინგული ფესტივალი WHITE SQUARE, სადაც ACAG-ის წევრმა სააგენტოებმა: Leavingstone-მა და ABK-მ სხვადასხვა კატეგორიაში ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო და შორტლისტში მოხვედრა დაიმსახურეს. Leavingstone-მა კომპანია „ნატახტარისთვის“ შექმნილ „მფრინავი ჰამაკით“ კატეგორიის (CREATIVITY, MARKETING, DIGITAL) 5 სხვადასხვა ქვეკატეგორიაში 5 ოქრო და 1 ვერცხლი მოიპოვა. ABK-მ კი პრინტ ნამუშევრით, Grape ბრინჯაო მოიპოვა კატეგორია Social Ad-ის ქვეკატეგორიაში – Socially-oriented print და ამავე კატეგორიაში დაშორტლისტდა ნამუშევრით Music Piracy, რომელიც ABK-მ ACAG-ის პრინტ კონკურსის ფარგლებში შექმნა. აღნიშნული წარმატება აისახა ACAG-ის სარეკლამო სააგენტოსა და დიზაინ სტუდიის რეიტინგებზე.

White Square-ს შედეგად, Leavingstone-ს ანგარიშზეა:
კატეგორია Creativity – 2 ოქრო და 1 ვერცხლი, ქვეკატეგორიებში: Outdoor; Integrated Viral Campaign, Integrated Product / brand launch campaign;
კატეგორია Marketing – 2 ოქრო – ქვეკატეგორიებში PR – Digital and social; Media – Guerilla marketing;
კატეგორია Digital – ოქრო, ქვეკატეგორიაში Viral campaign.
ACAG კრეატიული სააგენტოების რეიტინგში ამ წარმატებამ ლივინგსტონს 138 ქულა მოუტანა, რითაც მან რეიტინგში მეორე ადგილი გაიმყარა.

White Square-ზე ABK-მ, პრინტ ნამუშევრით Grape ბრინჯაო მოიპოვა კატეგორია Social Ad-ის ქვეკატეგორიაში – სოციალურ თემატიკაზე ორიენტირებული პრინტი.

და ამავე კატეგორიის შორტლისტში მოხვდა ნამუშევრით – Music Piracy.

ABK-მ, ამ სართაშორისო წარმატების შედეგად, ACAG-ის რეიტინგში 18 ქულა მოიპოვა და დიზაინ სტუდიის რეიტინგის თავში მოექცა.

დღევანდელი მონაცემებით, ACAG-ის სარეკლამო სააგენტოსა და დიზაინ სტუდიის რეიტინგები ასე გამოიყურება: