
ქართული საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 2017 დასრულდა. მასში 20-მდე ქვეყნის კრეატიული სააგენტო იღებდა მონაწილეობას და 10 კატეგორიაში პირველობის მოპოვებისთვის იბრძოდა. ფესტივალის გრან პრი რუსულმა სააგენტომ GOOD მოიპოვა, ხოლო Ad Black Sea 2017-ში მონაწილე სააგენტოთა შორის საუკეთესოს ტიტული Voskhod Creative Agency-ს ერგო, ნამუშევრით – Made by diabetics:
რაც შეეხება ქართულ სააგენტოებს, ფესტივალში მონაწილე საუკეთესო ქართული სააგენტო Leavingstone გახდა, ხოლო Windfor’s-მა მოიპოვა ოქრო ორ კატრეგორიაში – MEDIA და ADVERTISING CAMPAIGNS, ნამუშევრით Dinner With Georgia:
Ad Black Sea-ს დაჯილდოების ცერემონიის დასასრულს და აღნიშნული ფესტივალის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) მიერ დაჯილდოვდა საქართველოს წლის კრეატიული სააგენტო და წლის დიზაინ სტუდია. ACAG-ის რეიტინგის წარმოება 1 წლის წინ დაიწყო და მასში, მთელი წლის განმავლობაში, ქართული სააგენტოების მიერ, როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ასევე, ადგილობრივ სარეკლამო კონკურსებზე მოპოვებული გამარჯვება ისახებოდა. კონკურენტული და ხარისხიანი სარეკლამო პროდუქტის შექმნის, შრომისა და მრავალ ფესტივალში მონაწილეობის შედეგი ასე გამოიყურება:
საქართველოს წლის კრეატიული სააგენტო – Windfor’s
საქართველოს წლის დიზაინ სტუდია – ABK
2017 წლის გამარჯვებულების დასახელებასთან ერთად, ACAG-ის რეიტინგი განულდა. რეიტინგში მონაწილე სააგენტოები, თანაბარ პირბებში, განაგრძობენ ბრძოლას 2018 წლის კრეატიული სააგენტოსა და დიზაინ სტუდიის ტიტულისთვის.