ქსელური აუდიტორების ქართული ბუმი

ქსელური აუდიტორების ქართული ბუმი

ბაბუაჩემს, რომელიც 76 წლის არის და 50 წელია წარმატებით მართავს თავის ბიზნესს, ვერაფრით ვერ ავუხსენი რას ნიშნავს იყო პიარ კონსულტანტი. ყოველ შეხვედრაზე ვცდილობ დავარწმუნო, რომ არ ვერთობი და მინდა სერიოზულად აღიქვას ჩემი საქმე, რომელიც მე ძალიან მიყვარს და მაინტერესებს.

წარმოგიდგენიათ, რა ძალისხმევა დასჭირდათ საქართველოში ბიზნეს საკონსულტაციოებს – წლების მანძილზე მიეღწიათ იმისათვის, რომ მამუკას და თამაზის ნდობა მოიპოვეს, ფული გადაახდევინეს და უთხრეს: თამაზ, აი ასე უნდა მართო შენი ბიზნესი!

1

 

დღეს ჩვენი არენა ღიაა ბიზნეს კონსულტანტებისთვის. 20-მდე ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია მუშაობს, რომ ააყვავოს ქართული ბიზნესი და ქართველი “ბიზმესმენები.” ვითარდებიან და ცდილობენ მოიცვან, რაც შეიძლება მეტი დარგი ამ სფეროში.

დღესდღეობით, ყველა ექსპერტი და კონსულტანტია, როგორც ღვინის სპეციალისტი თქვენი უბნის მაღაზიიდან, ისე ფეხბურთის კომენტატორი. ბიზნეს სტრატეგია კი უნდა იყოს უფრო ზუსტი!

ოცნება ძალიან კარგია, მაგრამ ეს იმაზე მეტია ვიდრე ოცნება და ხედვა. რა ინსტრუმენტებიც მუშაობს ერთ კომპანიაზე, იგივე არ იმუშავებს სხვაზე, თუნდაც ისინი ერთი სფეროდან იყვნენ.

ბიზნეს კონსულტანტები ეხმარებიან კომპანიებს, გაიუმჯობესონ მდგომარეობა და მეტად ეფექტიანი იყოს მათი ბაზარზე არსებობა.

რატომ უნდა მიმართონ ბიზნეს კონსულტანტებს ორგანიზაციებმა?

  • ისინი შეისწავლიან ბაზარს
  • ახდენენ პრობლემის იდენტიფიცირებას
  • ავსებენ არსებულ კადრებს
  • უზრუნველყოფენ ობიექტურობას
  • გეხმარებიან – შექმნა ახალი ბიზნესი და იყო გავლენიანი!

წყარო: http://4p.com.ge
ნიანო დავითაია
ჯეპრას კონტრიბუტორი