ქართული სააგენტოების შედეგები Ad Black Sea 2023-ზე!

ქართული სააგენტოების შედეგები Ad Black Sea 2023-ზე!

Ad Black Sea 2023-ის დასასრულს, კრეატიული კონკურსის დაჯილდოების შედეგები ცნობილია! ქართული კრეატიული სააგენტოების ნამუშევრებმა, 26 ჯილდო მოიპოვა 13 კატეგორიაში, რომელსაც საერთაშორისო ჟიურის ოთხი გუნდი აფასებდა. ქართულმა სააგენტოებმა ფესტივალზე 4 ოქრო, 7 ვერცხლი, 15 ბრინჯაო მოიპოვეს. შორთლისთში კი 15 ნამუშევარი მოხვდა. ამას გარდა, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ ACAG გამოავლინა წლის დიზაინ სააგენტო და წლის დიზაინ სტუდია. წლის საკომუნიკაციო სააგენტოს ტიტული Windfor’s-მა მოიპოვა, წლის დიზაინ სტუდიის ტიტულს კი Hans & Gruber დაეპატრონა. The Best Network-ის ჯილდო JWT-მ მოიპოვა, საუკეთესო კლიენტის წოდება კი – საქართველოს ბანკმა.

 

https://www.marketer.ge/ad-black-sea-2023-georgian-results/?fbclid=IwAR3TgwzQTeQ5rEL1f2FEVXRYK6QgoxClq-rO66ABLbjCtXREGKYssYmOOM4