დიზაინი და ანიმაცია

დიზაინი და ანიმაცია

ბოლო რამდენიმე წელია ანიმაცია და დიზაინი უფროდაუფროუახლოვდებიან ერთმანეთს. ბრენდინგის მიმართულებით “ბიჰენსზე”  მოცემულ 2016 წლის პროექტებში ძალიან ხშირად შევხვდებით მცირე ანიმაციურ დეტალებს. შეიძლება დამკვეთს სულაც არ მოუთხოვია ანიმაცია, მაგრამ როდესაც დიზაინერი პორტფოლიოს ავსებს და ტვირთავს ამა თუ იმ პროექტს, მეტი პრეზენტაბელურობისთვის თავად ურთავს ანიმაციურ დეტალებს, რადგან დიზაინს დართული ანიმაცია ბევრად მომხიბვლელია.

მაგალითი ჩემი გამოცდილებიდან:
ლოგოს კონცეფცია წარვადგინე ფოტოს სახით

დიზაინი და ანიმაციადიდად არ მოეწონათ, იქნებ კიდე სხვაც მოიფიქროო.

მე ამ დროს ჩავურთე ლოგოს კონცეფცია ანიმაციური სახით

პასუხად მივიღე ო, ასე მომწონსო.

ჰოდა ეს ლოგო დამტკიცდა, მცირე ცვლილებებით.

ასევე აღსანიშნავი ფაქტია ანიმაციური ტიპოგრაფია, რაც უფროდაუფრო ტრენდული ხდება და 2017 და შემდეგ წლებში მისი პოპულარობა დიდი ალბათობით უფრო მოიმატებს. იმედი მაქვს, ქართულ ‘ბაზარზეც’ მალე შევხვდებით ანიმაციურ ფონტებს. საქართველოში ეს მნიშვნელოვნად წაწევს წინ დიზაინის სფეროს – დაწყებული ვიდეოედითინგიდან, დამთავრებული სოციალური მედიით.

წყარო: http://4p.com.ge/

ავტორი: მარიამ მურადაშვილი,
დიზაინერი