დაინახე პრობლემა!

დაინახე პრობლემა!

gogoberishvli

ბავშვთა მიმართ ძალადობის პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში განხილვის საგანს არ წარმოადგენდა. ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დახმარება უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ სამედიცინო დახმარებით შემოიფარგლებოდა. უკანასკნელ პერიოდში საზოგადოება ამ პრობლემაზე ალაპარაკდა. დღეს დამალული არაა, რომ ბავშვების დიდი რაოდენობა ძალადობის მსხვერპლია და ხშირად სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ისინი უნდა დაიცვან.

ოჯახში ძალადობა ბავშვებსა და მოზარდებს უნგრევს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას, რომელიც წესით ოჯახმა უნდა უზრუნველყოს; იწვევს ქცევით და ემოციურ პრობლემებს. ბავშვი ან მოზარდი შეიძლება თვითონ გახდეს ფიზიკური და ემოციური ძალადობის მსხვერპლი. უმეტეს შემთხვევაში, განმეორებითი ძალადობის შიშის გამო, ბავშვები მალავენ მათზე განხორციელებულ ძალადობას. ზოგჯერ უფროსები დასცინიან ბავშვს თუ იგი რაიმეს შეცდომით გააკეთებს ან იტყვის. შესაძლებელია, ამ დროს საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას საკუთარ ქცევას, ვინაიდან ვერაფერს ცუდს ამაში ვერ ხედავენ. სინამდვილეში, ასეთი დაცინვა, როგორც წესი, ბავშვს თრგუნავს და აკარგვინებს საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენას. აკარგვინებენ სურვილს იმისა, რომ ის, რაზეც დაცინვით მიუთითეს, საერთოდ სცადოს ხელმეორედ. ადამიანის ფსიქოლოგიის თავისებურებების გათვალისწინებით, ბავშვი თანდათანობით იჯერებს, რომ ის მართლაც ისეთია, როგორადაც მას წარმოაჩენენ. როდესაც ბავშვთან ურთიერთობა შიშზეა აგებული, ადგილი აქვს ძლიერ ფსიქოლოგიურ ძალადობას.

21397745_820890951413235_595022178_n

 

მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი. ძალადობისკენ მიდრეკილება ადამიანს თვითონვე ანადგურებს. ამიტომ უნდა ვეცადოთ, ნებისმიერი ადამიანის მიმართ ვიყოთ ლმობიერები. თუ თითოეული ჩვენგანი ეცდება, დაინახოს ეს პრობლემა და დაიწყებს აღმოფხვრის გზების ძიებას, შედეგი თვალსაჩინო იქნება. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვობის ტრამვები მოზარდობაში იჩენს თავს, ამიტომაც, ჩემი აზრით, უნდა ჩატარდეს ტრეინინგები მშობლებისათვის, რათა გათვითცნობიერებულები იყვნენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის სწორად აღზრდა.

წყარო: http://4p.com.ge