ბლოგბასტერი – ვიღაც უცნობი ბლოგერი ABK-დან
მოკლედ მითხრეს ბლოგი უნდა დაწეროო…ვკითხე რატომ? მითხრეს რავიცი. ვკითხრე რაზე? მითხრეს რავიცი….მკითხეს როდის იქნება მზად? ვუთხარი ხვალ… დღეს არის ხვალ.
ყოველთვის მეზიზღებოდნენ ბლოგერები, ვიღაც თვით-აღიარებული მინდა ვიყო მწერლები, რომლებიც დაწერენ რაღაც სირობას, მერე სალომე ბარკერი დაუშეარებთ ბლოგს და კარგ ტიპებად იჩითებიან იდიოტების წრეში. ვიღაც სათვალეებიანი, პრო-აქტიური, ლიბერალი ვეგეტარიანელები, რომლებსაც საქმე არ აქვთ და კლავიატურას თითებს “ურტყავენ” იმისათვის, რომ მსოფლიომ, ან სალომე ბარკერმა მაინც, აღიაროს.
რატომ გავუტრაკე სალომე ბარკერს არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ უკვე ერთი კვირაა რაც ვეგეტარიანელი გავხდი და სათვალეებიც მიკეთია, მეშინია მეტამორფოზა უკვე დასკვნით ფაზაში არ იყოს და მალე არ გავხდე ის, ვისი ატანაც არ შემიძლია. ეს ბლოგი კი უკვე “too long didn’t read” ფაზაში გადავიდა დღევანდელი გონებადაჩლუნგებული თაობისთვის, მაგრამ რადგან დავთანხმდი ბლოგის დაწერას, კიდე “ოთხიოდე” სიტყვით მოვყვები მუსიკაზე და სარეკლამო ბიზნესზე.
სარეკლამო სფერო, ადგილი სადაც ჩვენ – კრეატივის გენიოსები, ტიპები რომლებმაც “99 Francs” უყურეს და კრეატივის მაგიდის ირგვლივ შეიკრიბნენ იმისათვის, რომ ბრეინსტორმინგის შტორმში ყველაზე “კრეატიული” კრეატივები დადონ. და ადგილი სადაც კრეატივის მკვლელი კრეტინები ანუ მარკეტოლოგები მოდიან ბავშვისთვის კამფეტის ხელიდან გამოსაგლეჯად.
Part #2
ABK-ში მუშაობის დროს მივხვდი, რომ ისევ ბენდში ვუკრავ. აქაც ყველაფერი ზუსტად იგივენაირადაა როგორც ბენდში ყოფნისას იყო.
ან რავი’ მე ეგრე აღვიქვამ…
ჯგუფს ყავს თავისი ლიდ გიტარისტი – კრეატიული დირექტორი კუკუშა, რომელიც ყოველდღე დილის 7 საათზე მოდის ოფისში და “ატჟიმანიების” კეთებას იწყებს. კუკუშა ლიდ გიტარისტისთვის ყველაზე სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი ადამიანია და პარასკევობით მხოლოდ უალკოჰოლო ლუდს სვამს.
არტ დირექტორი – ბას გიტარისტი – მელიქა, რომელიც გიტარისტივით შესამჩნევი ფიგურა არ არის, მაგრამ მთელი გუნდის რითმ სექცია მიყავს თავისთვის ჩუმად კუთხეში – ზოგის აზრით მელიქა გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრია.
მულტი-ინსტრუმენტალისტი, რომელიც “ჰავაიური ქსილოფონივით” გასული ინსტრუმენტებით ადებს “ვეშებს” არანჟირებებს და ერთი წამიც არ ააქვს ამოსასუნთქად – არტ დირექტორი Bruce Lee.
დიზაინერი – დრამერი – დოლა, რომლის გემოვნება რადიკალურად განსხვავდება ყველა იქ მყოფი მუსიკოსისგან. დრამერები საერთოდ ესეთი ტიპები არიან, კაცმა არ იცის რომელი გალაქტიკიდან ჩამოფრინდნენ, მაგრამ თვითონ კი ყველაფერს ხვდებიან და მაგარ ჩატეხილ რითმებსაც დებენ საჭიროების შემთხვევაში.
სიმღერის შუალედებში და განსაკუთრებით ბოლოს საჭიროა კარგი “ბადუმ-ტს” ანუ პერკუსიული პექშოთი და 2d გრაფიკა – პაშა მაისურაძე.
და ეს ყველაფერი “იასნა” არ იქნებოდა ისეთი კარგი სანახავი, თუ არა შესაფერისი განათება, კვამლი და ვიზუალიი ფონად, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა VFX ბლენდერმენ ნიკა მაისურაძეა.
მთელი ტურნე ვერ ჩატარტებოდა ტურ მენეჯერების გარეშე, რომლებიც ტექნიკურ დეტალებს აგვარებენ და ახალ ადგილებს პოულობენ დასაკრავად – აქაუნტები – მიშა თოდუა და რეზი ყუპარაძე.
ყველა ბენდს ყავს პროდუსერი, ადამიანი ვინც გეუბნება რა მიმართულება აირჩიო ახალი ალბომის ჩაწერის დროს და გაფხიზლებს როდესაც არარეალისტურ ოცნებებში გადადიხარ – ტასო ახვლედიანი.
საკონცერტო staff-ის წევრები დიდად არ ჩანან, მაგრამ ისეთ პრობლემებს აგვარებენ, რომლებზეც არც კი გიფიქრია – შველა, მარიამი და რომელო.
ტურნეს ავტობუსის მძღოლები, “აი ეხლა ბორბალი გაგვძვრება” არმენა და ფლოსტებიანი გოგა.
ხო და ბენდს ვოკალისტიც სჭირდება, რომელიც სიტყვებს წერს სარეკლამო რგოლისთვის და ხანდახან რითმ გიტარაზეც უკრავს ან ამ შემთხვევაში ბლოგს წერს – ეს ვიქნები მე.
მოკლედ ბოლოსთვის ყველაფერს ამაღლებულ ნოტზე დავამთავრებ და ვიტყვი რომ გახსოვდეთ – ეს ყველაფერი რეალობის სიმულაციაა, ცხოვრებას აზრი არ აქვს და ყველანი მაინც ადრე თუ გვიან მოვკვდებით, სარეკლამო ბიზნესი კარგია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეებიც არსებობს, აკეთეთ მუსიკა და ნუ ითვალისწინებთ რჩევებს ვიღაც უცნობი ბლოგერისგან.
- ვიღაც უცნობი ბლოგერი ABK-დან