2016 წლის 20 ნოემბერს “საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ” (ACAG) საინფორმაციო პრეზენტაცია ჩაატარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც სარეკლამო სააგენტოების, ასევე ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებიც. პრეზენტაციაზე წარდგენილ იქნა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი.
„ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი N1“ ხელმომწერ საკომუნიკაციო სააგენტოებს შორის შეთანხმებაა და უსაფრთხოების გადასახადის შემოღებას გულისხმობს. სააგენტოები შეთანხმდნენ, რომ დამკვეთს წინასწარ მოსთხოვონ უსაფრთხოების გადასახადი, რათა არ დაიკარგოს მათ მიერ გაწეული შრომა.
უსაფრთხოების გადასახადის შემოღებით, მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტოები დაცულები იქნებიან არაკეთილსინდისიერი დამკვეთისგან. მეორე მხრივ, დამკვეთიც უფრო ყურადღებით მოეკიდება პროცესს და უფრო დაკვირვებით შეარჩევს მისი პროექტისთვის შესაფერ სააგენტოსა და სასურველ პროექტს. ACAG-ის ერთი-ერთი დამფუძნებლის, აკო ახალაიას თქმით და ასევე, სააგენტოების წარმომადგენლების აზრითაც, ამგვარი ურთიერთობის ფონზე ყველა უფრო ჩართული და მოწადინებული იქნება საერთო შედეგის მისაღებად.
მემორანდუმის ირგვლივ 11 სააგენტო გაერთიანდა:
- Windfor’s
- JWT Metro
- HOLMES&WATSON
- Switch Communications
- ABK
- Leavingstone
- Bettrefly
- Saatchi & Saatchi
- branding.ge
- Live Branding
- W-forte