Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home/acagge/public_html/wp-includes/functions.php on line 6170

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the wordpress-seo domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home/acagge/public_html/wp-includes/functions.php on line 6170
ACAG-მა 2020 წლის კრეატიული სააგენტო და დიზაინ სტუდია დაასახელა! - Acag.ge

ACAG-მა 2020 წლის კრეატიული სააგენტო და დიზაინ სტუდია დაასახელა!

ACAG-მა 2020 წლის კრეატიული სააგენტო და დიზაინ სტუდია დაასახელა!

საქართველოს შემოქმედებითი სააგენტოების ასოციაციამ ACAG გამარჯვებულები გამოავლინა – წლის კრეატიული სააგენტო და დიზაინ სტუდია ცნობილია! როგორც წესი, ACAG წლის სააგენტოსა და სტუდიას სარეკლამო ფესტივალ Ad Black Sea-ზე ჯილდოვდება, თუმცა, წლევანდელი გამარჯვებულები ასოციაციის პრეზიდენტმა, აკო ახალაიამ, ონლაინ რეჟიმში დაასახელა.

კრეატიული სააგენტოს ტიტული WINDFOR’S-მა მოიპოვა, ხოლო დიზაინ სტუდიის წოდება Kraken-ს ერგო.

შეგახსენებთ, ACAG წლის კრეატიულ სააგენტოსა და წლის დიზაინ სტუდიას 2017 წლიდან ასახელებს. ასოციაციის წევრი სააგენტოები, წლის განმავლობაში, სხვადასხვა კრეატიულ ფესტივალებსა თუ კონკურსებში მონაწილეობით (Cannes Lions, Eurobest…), ACAG-ის რეიტინგებში აგროვებენ ქულებს, რის შედეგადაც, წლის ბოლოს, საუკეთესო მათგანი გამოვლინდება.

ასევე, შეგახსენებთ განვლილი წლების გამარჯვებულებს:

2019-ის კრეატიული სააგენტო Redberry, ხოლო დიზაინ სტუდია – WINDFOR’S გახდა.

2018 წელს, გამარჯვება Leavingstone-მა და ABK-მ მოიპოვეს.

2017 წელს, წლის კრეატიული სააგენტო WINDFOR’S გახდა, დიზაინ სტუდია – ABK