ACAG-ის პრინტ კონკურსი, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

ACAG-ის პრინტ კონკურსი, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია ACAG, ადამიანის უფლებათა საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიასთან, გაეროს სააგენტოებთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგ პრინტ კონკურსს ატარებს.

კონკურსის თემაა ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ჩართულობის შესახებ.

პრინტ კონკურსში მონაწილეობა ACAG-ის წევრ სააგენტოებს შეუძლიათ.

საქართველოში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. წლიდან წლამდე იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ შესაბამის უწყებებს მიმართავს, დადებითი ტენდენციაა საზოგადოებაში ძალადობის მიუღებლობის მიმართულებითაც. თუმცა ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლება და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობის გაზრდა დანაშაულის პრევენციის და მასზე რეაგირების პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მით უფრო პანდემიის დროს, როდესაც ოჯახში ძალადობის რისკმა მოიმატა.

ძალადობის მსხვერპლს ხშირად უჭირს მოძალადეს დამოუკიდებლად დააღწიოს თავი. თუმცა იმის ცოდნა, რომ შეიძლება ჰქონდეს მეგობრის, მეზობლის, ნათესავის თუ ნაცნობის იმედი, შესაძლოა გახდეს ის ძალა, რაც მას ძალადობისგან თავის დასაღწევად პირველი ნაბიჯების გადასადგმელად სჭირდება. დახმარება შეუძლია ყველას – ამისთვის საჭიროა არ გავჩუმდეთ, არ დავტოვოთ მსხვერპლი მარტო და შევატყობინოთ ძალადობის შესახებ შესაბამის სამსახურებს 112-სა და 116 006-ზე

მონაწილეთა დავალებაა, შექმნან საკომუნიკაციო გზავნილის მატარებელი პოსტერი, რომელიც მოქალაქეს მოუწოდებს პასუხისმგებლობის აღებისკენ, მსხვერპლის დახმარებისკენ, ძალადობის შემთხვევის შეტყობინებისაკენ და წარმოაჩენს საზოგაოდების ჩართულობის როლს მსხვერპლის გაძლიერებაში. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 12 დეკემბერის, 23:59 სთ. გამარჯვებული პოსტერი განთავსდება თბილისის ქუჩებსა და პარტნიორ მედია არხებში.

სტატია : https://www.marketer.ge/acag-print-konkursi-dzaladoba/