ACAG-ის 2020 წლის ნოემბრის პრინტ კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია!

ACAG-ის 2020 წლის ნოემბრის პრინტ კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია!

საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ ACAG, ადამიანის უფლებათა საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიასთან, გაეროს სააგენტოებთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში პრინტ კონკურსი ჩაატარა. კონკურსის თემა იყო: ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ჩართულობის შესახებ. გამარჯვებული სააგენტოების პირველი სამეული ასეთია: I ადგილი – Windfor’s, II ადგილი – AdvertWise, III ადგილი – Kraken.

ამ შედეგებით სააგენტოებმა ACAG-ის რეიტინგებში დამატებითი ქულები მოიპოვეს: Windfor’s – 22.5 AdvertWise – 11.5 Kraken – 4.5.

სრულად : https://www.marketer.ge/acag-2020-noembris-print-konkursi-gamarjvebulebi/