საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 2024 დასრულდა. ღონისძიების კულმინაცია გახლდათ დაჯილდოება, რომელზეც წლის საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინდა 13 ძირითადი კატეგორიის 100-მდე ქვეკატეგორიაში. ქართული სააგენტოების ანგარიშზე 1 Best Of Contest ტიტული, 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 19 ბრინჯაოა. სულ, კონკურსზე 418 განაცხადი იყო წარდგენილი, 13 ქვეყნიდან. ნამუშევრები 20 ქვეყნიდან მოწვეულმა 29-მა პროფესიონალმა ჟიურის წევრმა შეაფასა.
30 ჯილდო! – ნახეთ, როგორია ქართული სააგენტოების შედეგები Ad Black Sea 2024-ზე | Marketer
