Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home/acagge/public_html/wp-includes/functions.php on line 6170

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the wordpress-seo domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home/acagge/public_html/wp-includes/functions.php on line 6170
Young Lions Georgia 2018-ის შედეგები ACAG-ის რეიტინგებზე აისახა! - Acag.ge

Young Lions Georgia 2018-ის შედეგები ACAG-ის რეიტინგებზე აისახა!

Young Lions Georgia 2018-ის შედეგები ACAG-ის რეიტინგებზე აისახა!

11-13 მაისს, საქართველოში მეოთხედ ჩატარდა კანის საერთაშორისო კრეატიული ფესტივალის ადგილობრივი კონკურსი Young Lions Georgia. გამარჯვებულები 5 კატეგორიაში გამოვლინდნენ, ხოლო ოქროს მფლობელი 5 გუნდი (10 მონაწილე) ივნისში კანში, საქართველოს სახელით იასპარეზებს. კონკურსზე წარმოდგენილი 5 კატეგორიიდან 4-ში, სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწე ახალგაზრდები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. აღნიშნული 4 კატეგორიიდან 3-ში, სწორედ ACAG-ის წევრმა სააგენტოებმა მოიპოვეს გამარჯვება და კანში, საქართველოს წარადგენენ. Windfor’s კანში კატეგორია DIGITAL-ში იასპარეზებს, Leavingstone – DESIGN-ში, ხოლო JWT Metro-ს გუნდი კატეგორია FILM-ის მონაწილე იქნება. აღნიშნული სამი სააგენტოს გარდა, ACAG-ის წევრი ორი კომპანია – Saatchi&Saatchi და Betterfly გახდა ფესტივალის ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი. ლოკალურ ფესტივალზე მოპოვებული წარმატება აისახა ACAG-ის სარეკლამო სააგენტოებისა და დიზაინ სტუდიების რეიტინგებზე. უფრო დაწვრილებით კი:

Leavingstone-მა მიიღო ერთი ოქრო დიზაინის კატეგორიაში, რაც ნიშნავს, რომ მისი გუნდი წარადგენს საქართველოს კანის კრეატიულ ფესტივალზე. ასევე, „ლივინგსტონის“ ანგარიშზეა ერთი ვერცხლი Film-ის კატეგორიაში და ერთი ბრინჯაო Digital-ში. ფესტივალის შედეგად მიღებული ეს ჯილდოები ACAG-ის რეიტინგებში 36 ქულად იქცა. Leavingstone დიზაინ სტუდიათა შორის, პირველ ადგილზე დააწინაურა, სარეკლამო სააგენტოების რეიტინგში კი, მეორე ადგილი გაუმყარა.

Leavingstone – Design-ის კატეგორიის ოქროს მფლობელი ნამუშევარი – ანუკი კონიაშვილისა და გიო ბრეგვაძის შესრულებით:

Leavingstone-ის, ვერცხვლის მფლობელი ნამუშევარი Film-ის კატეგორიაში. ავტორები: ბექა ადამაშვილი და სალომე ჟვანია.

Leavingstone – კატეგორია DIGITAL-ის ბრინჯაოს მფლობელები – ემილი ქორიძე და ელენე დანელია:

რაც შეეხება Windfor’s-ს, მან კატეგორია DIGITAL-ში ოქრო მოიპოვა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარადგენს საქართველოს კანის კრეატიულ ფესტივალზე. წარმატების შედეგად, მან მიიღო 16 ქულა და ACAG-ის სარეკლამო სააგენტოების რეიტინგში პირველი ადგილი გაიმყარა.

Windfor’s – ცოტნე მაზმანიშვილისა და თეონა შელიას ოქროს მფლობელი ნამუშევარი:

JWT Metro-ს ნამუშევარმა Film-ის კატეგორიაში მოპოვებულ ოქროსთან ერთად მიიღო კანის კრეატიული ფესტივალის საგზური, ACAG-ის სარეკლამო სააგენტოს რეიტინგში კი 16 ქულით დაწინაურდა:

JWT Metro – სანდრო ციცქიშვილისა და მაშო თევდორაშვილის Young Lions Georgia 2018-ის ოქროს მფლობელი ნამუშევარი:

Betterfly-მ, Young Lions Georgia 2018-ზე ერთი ბრინჯაო მოიპოვა, დიზაინ სტუდიების რეიტინგში კი 8 ქულით დაწინაურდა.

Betterfly – ანუკა კვეზერელისა და ელდარ ხალიბაურის ნამუშევარი:

Saatchi&Saatchi-მ კი ვერცხლი PRINT-ის კატეგორიაში მიიღო, შედეგად კი, 12 ქულით დაწინაურდა ACAG-ის დიზაინ სტუდიის რეიტინგში:

Saatchi&Saatchi – Young Lions Georgia 2018-ის Print-ის კატეგორიის ვერცხლის მფლობელი ნამუშევარი, ლუკა ივანიძისა და გვანცა დათუაშვილის შესრულებით:

შეგახსენებთ, რომ ACAG-ის სარეიტინგო სისტემის გზითა და ლოკალურ თუ საერთაშორისო ფესტივალებზე, რეიტინგის მონაწილეთა მიერ მოპოვებული წარმატების შედეგად, ყოველწლიურად ვლინდება საქართველოს წლის სარეკლამო სააგენტო და წლის დიზაინ სტუდია.