Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home/acagge/public_html/wp-includes/functions.php on line 6170

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the wordpress-seo domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home/acagge/public_html/wp-includes/functions.php on line 6170
ACAG-მა „ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი N1“ წარადგინა - Acag.ge

ACAG-მა „ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი N1“ წარადგინა

ACAG-მა „ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი N1“ წარადგინა

2016 წლის 20 ნოემბერს “საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ” (ACAG) საინფორმაციო პრეზენტაცია ჩაატარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც სარეკლამო სააგენტოების, ასევე ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებიც. პრეზენტაციაზე წარდგენილ იქნა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი.

„ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი N1“ ხელმომწერ საკომუნიკაციო სააგენტოებს შორის შეთანხმებაა და უსაფრთხოების გადასახადის შემოღებას გულისხმობს. სააგენტოები შეთანხმდნენ, რომ დამკვეთს წინასწარ მოსთხოვონ უსაფრთხოების გადასახადი, რათა არ დაიკარგოს მათ მიერ გაწეული შრომა.

უსაფრთხოების გადასახადის შემოღებით, მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტოები დაცულები იქნებიან არაკეთილსინდისიერი დამკვეთისგან. მეორე მხრივ, დამკვეთიც უფრო ყურადღებით მოეკიდება პროცესს და უფრო დაკვირვებით შეარჩევს მისი პროექტისთვის შესაფერ სააგენტოსა და სასურველ პროექტს. ACAG-ის ერთი-ერთი დამფუძნებლის, აკო ახალაიას თქმით და ასევე, სააგენტოების წარმომადგენლების აზრითაც, ამგვარი ურთიერთობის ფონზე ყველა უფრო ჩართული და მოწადინებული იქნება საერთო შედეგის მისაღებად.

მემორანდუმის ირგვლივ 11 სააგენტო გაერთიანდა:

  • Windfor’s
  • JWT Metro
  • HOLMES&WATSON
  • Switch Communications
  • ABK
  • Leavingstone
  • Bettrefly
  • Saatchi & Saatchi
  • branding.ge
  • Live Branding
  • W-forte