ACAG-ის რეიტინგების ათვლა Leavingstone-ის 40 ქულით დაიწყო! „მფრინავი ჰამაკი“ Golden Drum-ის ვერცხლის მფლობელი გახდა!

ACAG-ის რეიტინგების ათვლა Leavingstone-ის 40 ქულით დაიწყო! „მფრინავი ჰამაკი“ Golden Drum-ის ვერცხლის მფლობელი გახდა!

Golden Drum საერთაშორისო კრეატიული ფესტივალია, რომელიც წელს, 18-20 ოქტომბერს 24-ედ ჩატარდა. ქართველი სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა, კერძოდ, კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ გუნდმა, სლოვენიიდან ვერცხლის პრიზი წამოიღო. „ნატახტარი ლაითისთვის“ შექმნილი ნამუშევრით – „მფრინავი ჰამაკი“, Public Relations-ის კატეგორიაში მოპოვებული ვერცხლის გარდა, სააგენტო მოხვდა ფინალისტთა სიაში კატეგორიაში OOH (Out of Home).

Leavingstone ACAG-ის (საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია) წევრია და შესაბამისად, ის იღებს მონაწილებას რეიტინგებში, რომელთა მიხედვითაც, ყოველი წლის ბოლოს ვლინდება საქართველოს წლის კრეატიული სააგენტო და წლის დიზაინ სტუდია. 2016-2017 წლის რეიტინგების შედეგები Ad Black Sea 2017-ზე გახდა ცნობილი. 2017 წლის კრეატიული სააგენტო Windfor’s, ხოლო, წლის დიზაინ სტუდია ABK გახდა. შედეგების გამოცხადების შემდეგ, განულდა ქულები, მონაწილე სააგენტოებმა კი თანაბარ პირობებში განაგრძეს ბრძოლა ტიტულებისათვის.  ACAG-ის 2017-2018 წლის რეიტინგების ათვლა Leavingstone-ის 40 ქულით დაიწყო, რომელიც მან Golden Drum-ზე მოპოვებული წარმატების შედეგად დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ ACAG-ის რეიტინგები ასახავენ მონაწილე სააგენტოების წარმატებას საერთაშორისო თუ ლოკალურ ფესტივალებზე, ასოციაციის წევრთა მიერ განსაზღვრული წესებისა და ფესტივალთა კოეფიციენტების მიხედვით.