28 ჯილდო! ქართული სააგენტოების ტრიუმფი კიევის სარეკლამო ფესტივალზე და მნიშვნელოვანი ცვლილებები ACAG-ის რეიტინგებში!

28 ჯილდო! ქართული სააგენტოების ტრიუმფი კიევის სარეკლამო ფესტივალზე და მნიშვნელოვანი ცვლილებები ACAG-ის რეიტინგებში!

კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე KIAF, რომელიც წელს მეცხრამეტედ ჩატარდა, ქართული კრეატიული ინდუსტრია შემდეგი სააგენტოების სახით იყო წარმოდგენილი: ABK, Redberry, JWT Metro, BRID და Leavingstone. ACAG-ის წევრ საკომუნიკაციო სააგენტო Redberry-ს ერგო ფესტივალის უმაღლესი ჯილდო – გრან პრი და წლის საუკეთესო სააგენტოს ტიტული! ფესტივალზე მან 13 ჯილდო მოიპოვა. ასევე, ACAG-ის წევრი სააგენტო ABK 7 ჯილდოს მფლობელი გახდა, Leavingstone-მა – 6 პრიზი მიიღო, JWT Metro-მ კი 1.

უფრო კონკრეტულად კი, GWP-ის კამპანიისთვის „რედბერიმ“ მოიპოვა გრან პრი, 1 ოქრო, კატეგორიაში Advertising Campaign, 2 ვერცხლი Media-ში, 1 ვერცხლი – Branded Content in Visual Storytelling, 1 ვერცხლი – Digital & Mobile, 1 ვერცხლი – Industry Categories-ში. ხოლო, Atipfund-ის კამპანიისთვის Redberry-მ მოიპოვა: 1 ვერცხლი – Radio & Audio, 1 ბრინჯაო – Advertisng Campaign, 1 ბრინჯაო – Media, 1 ვერცხლი – Digital & Mobile, 1 ბრინჯაო – Industry Categories. აღნიშნული წარმატების შედეგად, ACAG-ის სარეკლამო სააგენტოების რეიტინგში მესამე ადგილზე, 170 ქულით დამაჯერებლად დაწინაურდა.

კიევის სარეკლამო ფესტივალის ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მფლობელი გახდა სააგენტო ABK. გარდა ამისა, მისი ნამუშევრებიდან 5 მოხვდა ფესტივალის შორთლისთში. აღნიშნული წარმატების შედეგად ABK, ACAG-ის დიზაინ სტუდიების რეიტინგში 92 ქულით დაწინაურდა და აქამდე, „ლივინგსტონის“ მიერ დაკავებულ პირველ ადგილზე აღმოჩნდა.

რაც შეეხება Leavingstone-ს, მან ფესტივალიდან 6 ჯილდო წამოიღო. მათ შორის, კატეგორია: Out of Home – 2 ვერცხლი, Digital&Mobile – 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო, Industry Categories – 1 ვერცხლი, Media – 1 ბრინჯაო. კიევის სარეკლამო ფესტივალზე მოპოვებულმა წარმატებამ „ლივინგსტონს“ ACAG-ის სარეკლამო სააგენტოების რეიტინგში 72 ქულა მოუტანა, რის შედეგადაც, მან 17 ქულით გაუსწრო პირველადგილოსან WINDFOR’S-ს და რეიტინგის სათავეში მოექცა.

Kiaf-ის Film კატეგორიაში ბრინჯაო მოიპოვა ასევე ACAG-ის წევრმა სააგენტომ – JWT Metro.

შეგახსენებთ, რომ ACAG-ის რეიტინგების მიხედვით და ლოკალურ და საერთაშორისო ფესტივალებში მოპოვებული წარმატების მიხედვით, ყოველწლიურად ვლინდება საქართველოს წლის საუკეთესო სარეკლამო სააგენტო და დიზაინ სტუდია. ამ ეტაპზე კი, ACAG-ის სარეკლამო სააგენტოებისა და დიზაინ სტუდიების რეიტინგები ასე გამოიყურება: