Kollektiv


კომპანია “კოლექტივი” დიზაინ/ბრენდინგ სტუდიაა, რომელიც სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანების თანამშრომლობის შედეგად 2016 წელს დაფუძნდა თუმცა კომპანიის დამფუძნებლებმა ერთად მუშაობა ბევრად უფრო ადრე დავიწყეთ. სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრების გამო, პროექტებზე დისტანციურად მუშაობა გვიწევდა,
ხოლო თბილისში დაბრუნების შემდეგ, ძალების კოლექტიური გაერთიანება და კომპანიის შექმნა გადავწყვიტეთ. ეს იყო ერთგვარი მცდელობა სხვადასხვა გამოცდილებისა და განათლების მქონე
ინდივიდების თანამშრომლობისა, რომელიც, საბოლოოდ, კოლექტიურ ძალად გადაიქცა. კომპანიის სახელიც სწორედ ამ მცდელობის ლოგიკური გაგრძელება იყო. კომპანიის დამფუძნებლებია არიან: გიორგი კალმახელიძე, ლევან ღვინიანიძე და ბუბა რადიანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ კომპანიებთან თანამშრომლობა,
რომელთათვისაც მუდმივი სიახლე მათი განვითარების მთავარი პრინციპია. აქედან გამომდინარე, ყველა პროექტს ბოლომდე ვითავისებთ და მაქსიმალურ ძალას ვდებთ მისი საბოლოო და სასურველი სახის ჩამოყალიბებისთვის. ჩვენი დამკვეთების სიას განეკუთვნებიან: საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოსა და ბუნებრივი